logo_geo
რატი ბრეგაძე: მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს შევთავაზეთ, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვას ხელს შევუწყობდით, მათ არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით
- +

1 თებერვალი. 2023. 20:55

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მისი დაცვის მხარეს შესთავაზეს, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი.

როგორც რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სააკაშვილმა და მისმა დაცვის მხარემ ამ შეთავაზებით არ ისარგებლეს.

ჯანმრთელობაზე ზრუნვის სულისკვეთებიდან გამომდინარე ჩვენ ასევე შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვას ჩვენ ხელს შევუწყობდით. ამ შეთავაზებას მხარე არ გამოხმაურებია და მათ არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

big_banner
არქივი