logo_geo
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ
- +

2 თებერვალი. 2023. 12:13

 

 

„A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ“, - ამის შესახებ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, თბილისის მერია აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რათა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა საავტობუსო ზოლში გადასვლა და იქიდან მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეძლონ. 

 

„პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საავტობუსო ზოლში გადავიდნენ, გააჩერონ, აიყვანონ მგზავრი ან ჩამოსვან. მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, თეთრი ფერის,   შესაბამისი მანიშნებლით აღჭურვილი ტაქსის მძღოლს. ამ მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო.

 

 

big_banner
არქივი