logo_geo
გიორგი ხანიშვილი: პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
- +

4 თებერვალი. 2023. 21:46

 

 

ჩვენ, ჩვენი პროექტებით ვავითარებთ წარმოებას როგორც პირველად, ისე გადამამუშავებელს და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ წარმოებული პროდუქციის გატანას ბაზარზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. საექსპორტო პოტენციალი ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი. ჩვენ, 2023 წელს გვაქვს 16 მილიონი ლარი ხელშეწყობის მიზნებისთვის. ასეთი ხელშეწყობისთვის მიმდინარე წლის დასაწყისი იყო წარმატებული. ბევრი, პირდაპირი კონტაქტი დამყარდა ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებთან. ის აღიარება, რომელიც შემდგომ ევროპის ქვეყნების პრესასა და ტელევიზიაში მოჰყვა, არის გამოფენების შედეგი“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი