logo_geo
საქართველოს მთავრობა თურქეთს სამაშველო ღონისძიებებისთვის შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაუგზავნის
- +

6 თებერვალი. 2023. 13:24

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის.

 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.

 

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს დილით მოხდა.

 

 

big_banner
არქივი