logo_geo
შალვა პაპუაშვილი თურქეთსა და სირიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

6 თებერვალი. 2023. 18:08

 

 

შალვა პაპუაშვილი თურქეთსა და სირიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

 

„დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს თურქეთსა და სირიაში. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით დაღუპულთა სრული რაოდენობა არ არის ცნობილი. მინდა დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

big_banner
არქივი