logo_geo
ბექა ოდიშარია თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

6 თებერვალი. 2023. 20:15

 

საქართველოს პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო.

ძალიან მიჭირს ამ მძიმე წუთებში სანუგეშო სიტყვების მოძებნა! საქართველო გლოვობს თურქ ძმებთან და დებთან ერთად. მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ მათ და ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავეხმაროთ სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას“, - აცხადებს ბექა ოდიშარია.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.

მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1 900-ს გადააჭარბა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.

big_banner
არქივი