logo_geo
თურქეთში საქართველოს ელჩი: სამწუხაროდ უკვე საქართველოს მეორე მოქალაქე გარდაიცვალა. ის დაიღუპა არა უშუალოდ შენობის ჩამონგრევის დროს, არამედ ჩამონგრევის შემდეგ
- +

6 თებერვალი. 2023. 20:47

 

სამწუხაროდ უკვე საქართველოს მეორე მოქალაქე გარდაიცვალა. ეს მოხდა არც ისე შორს ეპიცენტრიდან. გარდაცვალება მოხდა, არა უშუალოდ [შენობის] ჩამონგრევის დროს, არამედ ჩამონგრევის შემდეგ, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

ვარკვევთ რა მიზეზით, ტრავმები იყო, თუ როგორ მოხდა ამ ადამიანის გარდაცვალება. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც მივიღეთ ცხელი ხაზის მეშვეობით“, - აღნიშნა მან.

ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზემოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.

მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1 900-ს გადააჭარბა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.

big_banner
არქივი