logo_geo
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
- +

6 თებერვალი. 2023. 20:49

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედშია".

big_banner
არქივი