logo_geo
ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა შესაძლოა კონსტიტუციით დარეგულირდეს
- +

8 ივნისი. 2017. 17:40



დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა კონსტიტუციით დარეგულირდება.


ეს გულისხმობს სახელწმიფოს ვალდებულებას, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით და მეორე მხრივ, ეს გულისმხობს მოქალაქეების უფლებას, რომ სასამართლოშიც კი დაიცვან უფლება, ჰქონდეთ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა.

სახელმწიფოს ვალდებულებები იზრდება ძალიან სერიოზულად. საქართველოს ის სახელმწიფოა, სადაც წინა არჩევნებზე ვთქვით, ვახორციელებთ გეგმას და ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველო უნდა მოვიცვათ სწრაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტით მთელი მოსახლეობისთვის. გასულ წელს იყო არჩევნები შეერთებულ შტატებში და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ჰილარი კლინტონს ჰქონდა იგივე პროგრამა. თუ ის გაიმარჯვებდა, ამას გააკეთებდა მთელი ამერიკისთვის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ", - ანაცხადა სოზარ სუბარმა.


პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება. დღეს, ცვლილებებს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილავენ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საპარლამენტო განხილვების დღის რეჟიმი 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა. საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე კი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვები გაიმართა, რომლის მეორე ეტაპი 30 მაისს დასრულდა. განხილვები 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარედგინათ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში ჩაიშალა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დამატებითი განხილვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.


საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი