logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძემ არლინგტონში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
- +

11 თებერვალი. 2023. 14:30

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ზალკალიანთან და თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად  არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა. მინისტრმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. ცერემონიის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოს მემორიალური ამფითეატრის საგამოფენო ოთახი მოინახულეს. თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ მხარეს საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცა. 

 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა და  ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

 

 

big_banner
არქივი