logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა
- +

11 თებერვალი. 2023. 18:50

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ბაკურიანში დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა.

 

მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოწყობილ ხელოვნური გათოვლიანების სისტემასა და ხელოვნურ რეზერვუარებს და მოისმინა ინფორმაცია სპეციალურად ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურის შესახებ.

 

16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ბაკურიანში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი,  რომელშიც 42 ქვეყნის, მათ შორის, ავსტრიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ავსტრალიის, ჩინეთის, იაპონიის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში.

 

 

big_banner
არქივი