logo_geo
მამუკა მდინარაძე: ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად - ამ ტრენდის დალაგების მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ასე თავგამოდებით დაცვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს
- +

12 თებერვალი. 2023. 19:25

 

 

 

მამუკა მდინარაძე ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

„ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად - ამ ტრენდის დალაგების და არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს. ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება. აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის. სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში“, - წერს მდინარაძე.

 

 

big_banner
არქივი