logo_geo
Toyota-მ ახალი ჰიბრიდული Grand Highlander წარადგინა
- +

14 თებერვალი. 2023. 13:27

 

 

იაპონური ავტომწარმოებელი Toyota საკუთარი ჰიბრიდული ავტომობილების ხაზს ზრდის. მწარმოებელმა 2024 წლის Grand Highlander მოდელი წარადგინა, რომელიც ორი სხვადასხვა კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი.

 

სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Grand Highlander უკვე არსებული Highlander მოდელებისაგან განსხვავებით უფრო დიდი გაბარიტების მქონე მოდელი იქნება. Toyota-ს ინფორმაციით, ახალი მოდელი სიგრძეშიც და სიგანეშიც უფრო დიდი და ტევადი იქნება.

 

მწარმოებელს მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. თუმცა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, მანქანის ფასი 36,000 დოლარიდან 51,000 დოლარამდე შუალედში განისაზღვრება.

 

 

big_banner
არქივი