logo_geo
მეუფე იაკობი: პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი
- +

14 თებერვალი. 2023. 19:30

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი „აბსოლუტურად არ ყოფილა“.

მისი თქმით, პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე არის პატრიარქი.

„ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია... პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

მისივე თქმით, „სინოდის სხდომა მაშინ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო“.

„ვინ გითხრათ რომ დაგვიანდა? ჩვენ აქ ვიკრიბებით 12 საათზე და 6 საათზე, ან 8 საათზე რომ გადაგვეწყვიტა და დაგვეწყო რა? ვის რა პრეტენზია აქვს? მანამდე გავიარეთ საკითხები და შედარებით სწრაფად იმიტომ დავამთავრეთ“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.

big_banner
არქივი