logo_geo
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მორიგ კადრებს აქვეყნებს
- +

15 თებერვალი. 2023. 16:12

 

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მორიგ კადრებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი ვერ გადაადგილდება სიცრუეა.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და საზოგადოებას შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისგან თავი შეიკავონ.

 

გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდადებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.

 

ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა.

 

საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისგან“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი