logo_geo
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია დროებით უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა
- +

15 თებერვალი. 2023. 22:28

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობას დროებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გადაიბარებს. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის განჩინებაშია ნათქვამი.

განჩინებაში ვკითხულობთ, რომ ამის ინიციატორი თავად პატრიარქი იყო, რომელმაც 14 თებერვალს სინოდის სხდომაზე საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„სინოდის სხდომამ საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და დაადგინა: დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად“, - აღნიშნულია განჩინებაში.

big_banner
არქივი