logo_geo
ზურაბ აზარაშვილი: სხვადასხვა სამედიცინო ჩარევის მიხედვით, 609 DRG კოდი გენერირდება და ამ ტარიფებში კლინიკების ნებისმიერი დამატებითი მომსახურებაც ასახულია
- +

17 თებერვალი. 2023. 19:39

 

სხვადასხვა სამედიცინო ჩარევის მიხედვით, 609 DRG კოდი გენერირდებადა ამ ტარიფებში კლინიკების ნებისმიერი დამატებითი მომსახურებაც ასახულია“, - ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმაპარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

გასული წლის პირველი ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ახალი გადახდის სისტემა დავნერგეთ. ეს სისტემა მსოფლიოში კარგად აპრობირებულია. სისტემის მიხედვით, კონკრეტულ დიაგნოზებზე გადასახდელი ტარიფების დაანგარიშება რთული მეთოდოლოგიით ხდება. დღეს, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევის მიხედვით, 609 DRG კოდი გენერირდება. თითოეულ მათგანს თავისი წონა აქვს. სახელმწიფოს მიერ გადახდილ თანხას ის თანხა დავამატეთ, რასაც პაციენტებს ახდევინებდნენ და ის საბაზისო ტარიფი გამოვიყვანეთ, რომლის მიხედვითაც თითოეულ DRG-ზე თანხა ანაზღაურდება.

დღეს არსებულ ტარიფებში კლინიკების ნებისმიერი დამატებითი მომსახურებაც ასახული და შესულია. სისტემის შემოსვლის შემდეგ, კლინიკებს ვთხოვეთ, რომ პაციენტებისთვის დამატებითი გადასახადი არ დაეკისრებინათ“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმაგანაცხადა.

სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდულიჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი გასულ წელს ამოქმედდა.

big_banner
არქივი