logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
- +

18 თებერვალი. 2023. 19:40

 

 

ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და  გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ძლიერი რეფორმების დღის წესრიგით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

 

„მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და  გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების წინსვლას და მომდევნო ეტაპზე გადასვლას. ძლიერი რეფორმების დღის წესრიგით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნავს პრემიერი.

 

 

big_banner
არქივი