logo_geo
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში მომუშავე მაშველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
- +

20 თებერვალი. 2023. 19:21

 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ჰათაისპროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც ქართული სამაშველო ჯგუფის წევრები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად აწარმოებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა და სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ სამაშველო ჯგუფებს მადლობა პირადად გადაუხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში, თურქულ მხარესთან კოორდინაციით, ამ დრომდე ახორციელებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

big_banner
არქივი