logo_geo
ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემ „რუსთავი 2“ დატოვა
- +

9 ივნისი. 2017. 21:09



ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემ „რუსთავი 2" რამდენიმე წუთის წინ დატოვა. „პირველს" სამაუწყებლო კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, რომ ის ჟურნალისტურ საქმიანობას ტელეკომპანია „იმედში" გააგრძელებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერა ოთხმა ჟურნალისტმა.


ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხვალ სამაუწყებლო კომპანიის ტექნიკური ჯგუფი არ აპირებს სამსახურში გამოცხადებას.


„რუსთავი 2"-თან დაახლოებულმა წყარომ "პირველს" აცნობა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამარ ბაღაშვილს სურს დანიშვნა, ხოლო დირექტორის თანამდებობას, გვარამიას ნაცვლად სთავაზობენ ზაალ უდუმაშვილს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატობა შესთავაზა.


იგივე წყაროს ცნობით, არხის მფლობელებმა ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ სხვა სამსახურში გადასვლა.



სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გუშინ გადადგა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი