logo_geo
მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მატარებლების მოძრაობა აღდგა
- +

23 თებერვალი. 2023. 22:35

 

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეტროსადგურები„ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

ადგილზე ოპერატიულად იმუშავა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა. შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული მეტროსადგურები ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

big_banner
არქივი