logo_geo
საქართველოს საპატრიარქოსა და „გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
- +

24 თებერვალი. 2023. 12:07

 

 

ა.წ. 23 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსა და შპს „გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სასულიერო პირებისა და მათი ოჯახის წევრების გულ-სისხლძარღვთა უფასოდ გამოკვლევას.

 

კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის, ბ-ნ რევაზ ჯორბენაძის განცხადებით, „გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ წინასწარ განსაზღვრულ დღეებში ასევე უფასოდ ატარებს კვლევებს სოციალურად დაუცველთათვის, პედაგოგებისთვის, ვეტერანებისა და დევნილებისთვის.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა კლინიკის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის, დალოცა ისინი და შემდგომი წარმატებები უსურვა.

 

 

big_banner
არქივი