logo_geo
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
- +

25 თებერვალი. 2023. 11:35

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

მთავრობის მეთაური მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მივიდა.

 

საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი