logo_geo
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

25 თებერვალი. 2023. 13:00

 

 

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ლიცეუმის კადეტები დაესწრნენ. მათ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და სამშობლოსთვის თავდადებული ახალგაზრდების ისტორიები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

 

ღონისძიება ლიცეუმის ტერიტორიაზე გენერალ გიორგი კვინიტაძის ძეგლისა და მისი სახელობის სამუზეუმო კუთხის გახსნით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა მემორიალური კედელი გახსნეს. კადეტებმა ლიტერატურული კომპოზიციაც წარმოადგინეს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებულ აქტივობებში ინტენსიურად მონაწილეობს. კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებიც აქტიურად არიან ჩართულები.

 

 

big_banner
არქივი