logo_geo
ირაკლი ბერაია NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს ოპერაციების საკითხებში, ტომ გოფუსს შეხვდა
- +

25 თებერვალი. 2023. 14:06

 

 

 

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეხვედრა გამართა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან ოპერაციების საკითხებში, ტომ გოფუსთან.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, ომი უკრაინაში და მისი გავლენა რეგიონის და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, საქართველოს პროგრესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ალიანსის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა და საჭიროება.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი NATO-ში, ვიქტორ დოლიძე და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვინნიკოვი.

 

 

big_banner
არქივი