logo_geo
გიორგი პაპავა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული დაშლა არ შეიძლება - შემდგომ იგი ავთენტურობის გათვალისწინებით უნდა აღდგეს
- +

26 თებერვალი. 2023. 23:03

ნამატი ფართი, რაც დამატებით სართულიანობის შედეგად წარმოიქმნება, გადაეცემა მშენებელს თანხის სანაცვლოდ. შესაბამისად, სრული პროექტის ღირებულების ძირითადი ნაწილი - 80-90%, დაფარული იქნება სწორედ ამ ფართების მეშვეობით, - ამის შესახებ განაცხადა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი პაპავამ თბილისის მერიის მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებულ, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე საუბრისას.

მან განმარტა, თუ როგორ მუშავდება ავარიული კორპუსის ჩასანაცვლებლად ახალი საამშენებლო პროექტი.

„მოსახლეობასთან ერთად შედგება კონცეპტუალური პროექტი, რომელსაც ხედავენ - განშლებს, სართულიანობას, აივნებსა და ასე შემდეგ, ვის როგორი ფართი სად გადაეცემა, სრული თანხმობის შემდეგ, საამშენებლო სამუშაოების მოწყობის მიზნით ცხადდება ტენდერი და მშენებელი პროექტის მიხედვით ახორციელებს ამ საამშენებლო სამუშაოებს.

ნამატი ფართი, რაც დამატებით სართულიანობის შედეგად წარმოიქმნება, გადაეცემა მშენებელს თანხის სანაცვლოდ. შესაბამისად, სრული პროექტის ღირებულების ძირითადი ნაწილი 80-90% დაფარული იქნება სწორედ ამ ფართების მეშვეობით. ხოლო დანარჩენს მუნიციპალიტეტი ბიუჯეტიდან ასუბსიდირებს ბიუჯეტიდან“, - განაცხად ფონდის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ძველ თბილისის უბნებში სართულიანობა თითქმის, ვერ გაიზრდება. შესაბამისად, სახელმწიფოს მეტი დანახარჯიც ექნება. იქ სირთულეს ისტორიული ძეგლის სტატუსიც ქმნის და ასეთი სახლები ცალკე შესწავლას საჭიროებს. კერძოდ, სრულად ვერ დაინგრევა, ავთენტურობის გათვალისწინებით უნდა აღდგეს. გიორგი პაპავამ ასევე განმარტა, თუ როგორ მოხდება კულტურული ძეგლების აღდგენა.

big_banner
არქივი