logo_geo
ირაკლი ლექვინაძე: კონკრეტულ მედიკამენტებზე მოხდა ფასების მკვეთრი ზრდა რამდენიმე კომპანიის მიერ ერთდროულად, საკითხი რამდენიმე დღეში ამოიწურა, თუმცა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო თავად ქმედების წინასწარი შესწავლა
- +

27 თებერვალი. 2023. 21:33

 

კონკრეტულ მედიკამენტებზე, მოხდა ფასების მკვეთრი ზრდა რამდენიმე კომპანიის მიერ ერთდროულად, ამ კონკრეტული მედიკამენტების ბაზრებზე გამოვლინდება დომინანტური კომპანიები. მოკვლევის დაწყების შემთხვევაში, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ამ მდგომარეობის გამოყენება მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესების კუთხით, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი რამდენიმე დღეში ამოიწურა და ფასები დაკორექტირდა.

გასულ კვირას გარკვეულ მედიკამენტებზე, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ გაიაფებულ მედიკამენტებზე დაფიქსირდა ფასის მკვეთრი ზრდა რამდენიმე იმპორტიორი და ფარმაცევტული კომპანიის მიერ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გაძვირება შეეხო თურქეთიდან იმპორტირებულ სხვადასხვა ჯგუფის ათამდე დასახელების მედიკამენტს. ამ საკითხთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთდა რეაგირება. საკითხი რამდენიმე დღეში ამოიწურა და ფასები დაკორექტირდა, დაუბრუნდა საწყის მაჩვენებელს, თუმცა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო თავად ქმედების წინასწარი შესწავლა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

big_banner
არქივი