logo_geo
გრიგოლ გიორგაძე: ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა შევძლოთ თავდაცვა და შეკავება
- +

1 მარტი. 2023. 13:05

 

 

„ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა შევძლოთ თავდაცვა და შეკავება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მომზადებული კრიზისული სიტუაციებისათვის.

 

„თავდაცვისუნარიანობისთვის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მდგომარეობაში, ალტერნატივა არ აქვს, თუ არა ტოტალური თავდაცვის პრინციპის განხორციელება. ტოტალური თავდაცვა სწორედ ამას გულისხმობს, რომ გარდა სამხედროსი და გარდა ჯარისა, კრიზისულ სიტუაციებში ადამიანები არიან მაქსიმალურად გაწვრთნილები, მომზადებულები, იციან იარაღთან მოპყრობა, იციან კრიზისულ სიტუაციებში თავი როგორ უნდა გადაირჩინონ და როგორ მოიქცნენ ნებისმიერ სიტუაციაში“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

 

მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვა და თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს რას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს თავდაცვა და შეკავება.

 

 „ამ პროცესში როგორც სამხედროები მონაწილეობენ, ასევე უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება, ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული სწორედ ამ თავდაცვისა და შეკავებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და ჩვენი გაძლიერება მიბმულია საზოგადოების გარკვეულწილად კონსოლიდირებასთან, რაც ასევე ეკონომიკურ წინსვლასაც ხელს შეუწყობს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

 

big_banner
არქივი