logo_geo
გიორგი ვოლსკი და მიხეილ სარჯველაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ
- +

1 მარტი. 2023. 17:46

 

 

28 თებერვალს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლების უფლების რეალიზაციის საქმეში ამ უწყების წვლილზე.

 

პრეზენტაციაზე დამსწრე პირებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი