logo_geo
ქართველმა დიპლომატებმა ამერიკელ მოსწავლეებს საქართველოს ისტორია, კულტურა და სამზარეულო გააცნეს
- +

1 მარტი. 2023. 21:49

 

შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ამერიკელ მოსწავლეებს უმასპინძლა. დიპლომატებმა ჯორჯთაუნის სკოლის მეხუთე კლასელებს საქართველოს ისტორია, კულტურა, გეოგრაფიული კონტექსტი და სამზარეულო გააცნეს.

შეხვედრა იმ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყანას, ცნობიერების ამაღლების კუთხით, უშუალოდ დიპლომატებთან პირდაპირი კომუნიკაციით აცნობს.

big_banner
არქივი