logo_geo
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

2 მარტი. 2023. 14:06

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო არტისტის, „ცისფერი ტრიოს" სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს თამაზ სეფერთელაძის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

 

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ,,ცისფერი ტრიოს" სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებული ნიჭისა და მრავალხმიანი სიმღერის დიდი სიყვარულის წყალობით თამაზ სეფერთელაძემ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ სამუსიკო კულტურაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

big_banner
არქივი