logo_geo
ლევან ქარუმიძე და ხატია წილოსანი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
- +

2 მარტი. 2023. 14:20

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

 

„განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და პროგრესზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს. შევთანხმდით, რომ გვექნება უფრო აქტიური საპარლამენტო ურთიერთობა. ლუქსემბურგმა  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა“, - განაცხადა ლევან ქარუმიძემ.

 

 

big_banner
არქივი