logo_geo
შსს-ში „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

3 მარტი. 2023. 17:49

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნული კანონპროექტით დაინტერესებულ პირებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შსს-ს ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 

შსს-ს ცნობით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირება და პრევენცია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკანონმდებლო სიახლეები. შეხვედრის დროს დეტალურად იყო განხილული აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში არსებული შენიშვნები და მოსაზრებები.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, შედგა შეთანხმება, რომ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავდება წარმოდგენილი კანონპროექტი და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად.

 

 

big_banner
არქივი