logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ, შვედურ კომპანიებთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას
- +

3 მარტი. 2023. 19:05

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო ვიზიტებსა და შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

 

მინისტრის განცხადებით, მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობა ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან. “

 

„შვიდჯერ მარტო ბრიუსელში დავესწარი მე სხვადასხვა შეხვედრებს, იქნებოდა ეს ნატოს მინისტერიალი, რამ შტაინის ჯგუფის შეხვედრა და სხვა. ახლაც, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ბრიუსელში გვაქვს ვიზიტი. აღნიშნული ვიზიტები, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა ჩვენი საგარეო ურთიერთობები.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით გაფორმებულ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებზეც ისაუბრა. “მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შეიარაღების მიმართულებითაც ჩვენ გადავდგით უკვე ძალიან წარმატებული ნაბიჯები და წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო შეიარაღების მიმართულებით. ჩვენ დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ კომპანიასთან, პოლონურ კომპანიასთან, შვედურ კომპანიასთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას,” - განაცხადა მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი