logo_geo
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტოკჰოლმში შვედეთის პარლამენტის წევრებს შეხვდა
- +

3 მარტი. 2023. 22:05

 

 

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სტოკჰოლმში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტის წევრებთან

 

ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია,

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და ევროინტეგრაციის მიღწეულ  პროგრესს, რაც ევროკომისიის ანგარიშითაც შეფასდა. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საქართველოს როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, შავი ზღვის გავლით დაკავშრებადობის მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრებისას, ხაზგასმით აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის განმტკიცებისთვის.

 

 

big_banner
არქივი