logo_geo
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული გმირების დედებს, დედის დღე მიულოცა
- +

4 მარტი. 2023. 14:50

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს, მაკა ჩიკვილაძეს, აფხაზეთის ომში დაღუპული 20 წლის მებრძოლის, მამუკა ბეინაშვილის დედას, ქალბატონ მანანა ბეინაშვილს და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, 2018 წელს, წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას, ქალბატონ რუსუდან ტატუნაშვილს დედის დღე მიულოცეს. კობა კობალაძემ მათ ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, გმირი შვილების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა, დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა.

 

დღეს დედების დღეა და დილიდან ვისთანაც შევძელით, ღირსეული კაცების დედებს მივულოცეთ დღევანდელი დღე.  დედაშვილობის ლოცვის მადლი გფარავდეთ თქვენ, ჩვენს ქვეყანას. "ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადაო", - ეს ყოველთვის იყო ჩვენი ცხოვრების და წინსვლის საწინდარი.  ჩვენ გვახსოვს გმირები და ის ადამიანები, ვინც მოგვცა თავისუფლად და ამაყად სიარულის საშუალება და უფლება", - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი