logo_geo
დუდანა მაზმანიშვილი: ITB არის საშუალება, მსოფლიოს ჩვენი თვალით დავანახოთ და შევაყვაროთ ულამაზესი საქართველო
- +

5 მარტი. 2023. 12:33

 

 

გერმანიაში, ბერლინის ტურისტული გამოფენა ქართული კონცერტით გაიხსნება. გალა შოუს ფარგლებში ათასობით სტუმარი ქართულ ფოლკლორს, ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, ოპერასა და ეროვნულ ბალეტს, ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარ ცეკვებს და სიმღერებს გაეცნობა. გამოფენის მნიშვნელობასა და ქართული მუსიკალური პროგრამის შესახებ საუბრობს მუსიკოსი დუდანა მაზმანიშვილი.

 

„ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა წელს უნიკალურ საშუალებას გვაძლევს, მსოფლიოს ჩვენი თვალით დავანახოთ და შევაყვაროთ ულამაზესი საქართველო. ვინც ამ უძველეს კულტურას, სითბოსა და სილაღეს გაეცნობა, ის ხომ სულ ჩვენს ქვეყანაში მოინდომებს დასვენებას“, - აცხადებს დუდანა მაზნიაშვილი.

 

„ITB Berlin 2023“-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.  ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრები ქართულ „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას“, საქართველოს როგორც ვაზის ქვეყანას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ბუნებას და არქიტექტურას გაეცნობიან.

 

 

 

big_banner
არქივი