logo_geo
თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
- +

7 მარტი. 2023. 11:07

 

 

სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, თეა ახვლედიანმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე, გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის და მათი ოჯახების თანადგომის თვალსაზრისით.

 

სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის მიმდინარე სამუშაო პროცესი, აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები. აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობით გაწეული ძალისხმევა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით ჩატარებული სტრატეგიული კვლევის დასკვნების და რეკომენდაციების თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც, დიდწილად გულისხმობს, პროგრამის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას.

 

კომისიის წევრებმა იმსჯელეს და შეჯერდნენ 2023 წელს განსახორციელებელი საქმიანობის გეგმაზე, რომელიც მიმართულია ასევე შემდგომ წლებში პროგრამის მდგრადობის ხელშეწყობაზე და, რაც მთავარია, მეტი უგზო უკვლოდ დაკარგული პირის მოძიებისთვის სათანადო შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე.

 

 

big_banner
არქივი