logo_geo
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია
- +

10 მარტი. 2023. 18:45

 

 

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ცენტრი შეუფერხებლად იღებს გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს.

 

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო „112“-ში ზარები შეფერხებით შედიოდა. ამასთან, ცენტრმა მასთან დასაკავშირებელი ალტერნატიული ნომრები გამოაქვეყნა.

 

 

big_banner
არქივი