logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: წვევამდელებთან დაკავშირებით დღეს არსებული არასწორი პრაქტიკა აღარ იქნება, ეს არ ემსახურება ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნის მიზანს
- +

11 მარტი. 2023. 17:52

 

 

 

დღეს ის არასწორი პრაქტიკა რაც გვაქვს, რომ წვევამდელები გადიან სავალდებულო სამსახურს სხვადასხვა უწყებაში, აღარ იქნება და რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც წარმოადგენს ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენ გავითვალისწინეთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პროცესიც, დავუტოვეთ ჩვენს სტუდენტებს იმის საშუალებაც, რომ სწავლის პერიოდში, მოქნილი სისტემის საშუალებით, წელიწადში ერთი თვით, არდადეგების პერიოდში გაიარონ და მოხადონ სავალდებულო სამსახური. მეტიც, უმაღლესი განათლება თუ აქვს ახალგაზრდას და უმაღლესი განათლების პერიოდში არ ისარგებლა ნებაყოფლობით იმ პროგრამით, რასაც ვთავაზობთ, უმაღლესის დამთავრების შემდეგ, ასევე ვთავაზობთ კიდევ უფრო მოქნილ პროგრამას.

 

პროგრამით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ისარგებლოს, ჩაირიცხოს რეზერვში, ამავდროულად, შევუქმნით კომფორტულ პირობებს, რომ არ დაზიანდეს მისი საქმიანობა და არ მიიღოს სხვა ფინანსური ზიანი. ჩვენ კი არ დავიხიეთ უკან, არამედ შევქმენით ისეთი პირობები, რომ ვფიქრობთ, გაცილებით მეტი მოთხოვნა გვექნება ჩვენ სტუდენტების მხრიდან, ვიდრე ამას ყოველწლიურად მოვემსახურებით. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ ნებაყოფლობითობაზე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახური ნებაყოფლობითი იქნება.

 

 

big_banner
არქივი