logo_geo
სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

15 მარტი. 2023. 19:54

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს კლაუს ნეუკირჩს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნეუკირჩმა იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა, წარმატება უსურვა და თავისი დიდი პატივისცემა გამოხატა სახალხო დამცველის ინსტიტუციის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მოქმედ კანონმდებლობასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციისთვის აუცილებლად გასატარებელ ცვლილებებზე ისაუბრეს. განიხილეს სოციალური უფლებების დაცვის მდგომარეობა.

big_banner
არქივი