logo_geo
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია
- +

16 მარტი. 2023. 10:26

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია.

 

Skytrax World Airport Awards 2023-ზე, რომელიც ამსტერდამში გაიმართა, TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეათედ, ხოლო ბათუმის - მეორედ მოხვდა.

 

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, სოფიას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები.

 

Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.

 

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა.

 

ღონისძიებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში თეა ზაქარაძე Skytrax-ის პრეზიდენტ ედუარდ პლაისტედს შეხვდა.

 

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც, 1999 წლიდან, მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.

 

 

big_banner
არქივი