logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- +

20 მარტი. 2023. 10:22

 

 

20 მარტს ქუთაისში +11 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

 

ფოთშიც იწვიმებს. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

 

მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსია, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

 

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

 

ნალექიანი დღე იქნება ბორჯომში, დღისით +9 ღამის ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

 

გორში წვიმა და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

 

გუდაურში უნალექოდ ცაივლის დღე. დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით +5, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ლაგოდეხშიც წვიამი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

 

გურჯაანშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +13 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

 

რუსთავში +13 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდები. მოსალოდნელია წვიმა.

 

 

big_banner
არქივი