logo_geo
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს
- +

21 მარტი. 2023. 16:40

 

შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში ქართული მხარის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. ამ მხრივ, დადებითად შეფასდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის წესებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველოს მხრიდან და განსაკუთრებით აღინიშნა ის კონკრეტული ინიციატივები - როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე - რომლებიც უზრუნველყოფს ვიზალიბერალიზაციის პირობებისა და წესების მაქსიმალურ დაცვას.

 

საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს თანამშრომლობის სამომავლო საკითხები და ის ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს უვიზო რეჟიმის პირობების ეფექტიან დაცვას.

 

 

 

big_banner
არქივი