logo_geo
მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
- +

21 მარტი. 2023. 19:44

მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით. კერძოდ, მძღოლები ნავთლუღის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან, შემდეგ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეზღუდვა ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

big_banner
არქივი