logo_geo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ვაფრთხილებთ მოსახლეობას, „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე წვრთნები გამოიწვევს ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს შიშის საფუძველი
- +

22 მარტი. 2023. 11:12

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე სიმულაციური წვრთნებთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, „ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის ჩატარდება სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება.

 

ღონისძიების მიზანია სწავლების მონაწილეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების, დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა.

 

სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირებას.

 

ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი