logo_geo
დეპუტატებმა მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატების ახლებურად განსაზღვრას მხარი დაუჭირეს
- +

22 მარტი. 2023. 18:23

 

 

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მიიღო „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.  ცვლილებების თანახმად, ახლებურად განისაზღვრება მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატები.      

 

ცვლილების შედეგად, მტირალას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგები კანონში აისახება. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა ფიზიკური/იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

დემარკაციის სამუშაოების შედეგად, მტირალას ეროვნული პარკის ფართობი 15698,8 ჰა-დან შემცირდა 118,8 ჰა-თი და შეადგინა 15580 ჰა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მტირალას ეროვნული პარკის კოორდინატების კანონში ასახვა ხორციელდება.

 

big_banner
არქივი