logo_geo
თბილისში, იყალთოს ქუჩაზე კორპუსში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
- +

22 მარტი. 2023. 18:25

 

 

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

 

არსებული ინფორმაციით, კაცი უსინათლო იყო, ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა და გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრო.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი