logo_geo
ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადაეცა
- +

23 მარტი. 2023. 13:10

 

 

NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიის მთავრობამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადასცა. ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ.

 

ღონისძიებას თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი, მისიის უფროსის მოადგილე ანდერს ტრელბორგი და NATO-ს ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი დაესწრნენ. აღჭურვილობის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი.

 

ეროვნული გვარდია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული და თანამშრომლობის ფარგლებში კრიზისების მართვის ინიციატივის აქტიური მონაწილეა.

 

 

big_banner
არქივი