logo_geo
„საქაერონავიგაცია“ თბილისში ანალენა ბერბოკის თვითმფრინავის დაჯდომასთან დაკავშირებით: პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება
- +

24 მარტი. 2023. 11:55

 

 

„საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას თბილისში ანალენა ბერბოკის თვითმფრინავის მეორე მცდელობით დაჯდომასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია „საქაერონავიგაციის“ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება.

 

„23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა. საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

https://www.facebook.com/saqaeronavigatsia

 

 

big_banner
არქივი